კონგოში იტალიის ელჩს თავს დაესხნენ და მოკლეს
კონგოში იტალიის ელჩი, ლუკა ატანასიო თავდასხმის დროს მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse წერს.
მედია აღნიშნავს, რომ ქალაქ გომში გაერო-ს საავტომობილო კოლონაზე მოხდა თავდასხმა, რომლის მიზანი ტყვეების აყვანა იყო.
თუმცა, სროლა გაიმართა და ელჩთან ერთად ერთი კარაბინიერიც დაიღუპა.
დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.