„ევროპის სახალხო პარტია“: სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება, ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

“საქართველო შეიძლება, იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემას. სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება, ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება მთავრობასა და ოპოზიციას შორის“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში, რომელის „ტვიტერზე“ ვრცელდება.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები