იან კელი გიორგი გახარიას გადადგომაზე: სწორი ნაბიჯი და სწორი ტონია, მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება.
„სწორი ნაბიჯი და სწორი ტონი. საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა – უფრო მეტი დაპირისპირება“, – წერს იგი „ტვიტერში“ და გახარიას განცხადებას აზიარებს გადადგომის შესახებ.