პეტერ სტანო: ამჟამინდელი დაძაბულობა ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვინც საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს

“ევროკომისიაში საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, განმუხტონ დაძაბულობა და მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას”, – ამის შესახებ ბრიუსელში ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის, ჟოზეფ ბორელის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიაში ძალიან ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

“ღრმად ვართ შეშფოთებულები ქვეყნაში მიმდინარე პოლარიზაციის გამო, ასევე, ბატონ მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილის შემდგომ ვითარების დაძაბულობის გამო. ამჟამად, ერთადერთი გამოსავალია დაძაბულობის განმუხტვა და პოლიტიკური დიალოგის დაწყება. ეს საქართველოსა და მისი მოსახლეობის ინტერესებშია. მოვუწოდებთ საქართველოში ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და იმოქმედონ პასუხისმგებლიანად, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის მოგვარება მოხერხდეს”, – თქვა სტანომ.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამინდელი დაძაბულობა ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვინც საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს. ასევე, დასძინა, რომ პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია დააზიანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები