ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის იმედად არ ვართ, ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ სოლიდური გუნდი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას ერთსულოვნად გამოუცხადებს

„ოპოზიციის იმედად არ ვართ, ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ სოლიდური გუნდი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას ერთსულოვნად გამოუცხადებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, პროცედურები კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება.

„ჩვენ ოპოზიციის იმედად არ ვართ, ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ სოლიდური გუნდი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას ერთსულოვნად გამოუცხადებს. უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვუცხადებთ ნდობას ახალ პრემიერმინისტრსა და მის სამთავრობო გუნდს. წინ გველის საინტერესო პროცესები. ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ჯანმრთელობა, დასაქმება, ეკონომიკა. ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტას დემოკრატიულობის ფარგლებში უზრუნველვყოფთ, რომელიც თანმდევი პოლიტიკური პროცესია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები