სოზარ სუბარი: ოპოზიციის დილის სიხარული და ეიფორია ხანმოკლე აღმოჩნდა, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ასევე, დაემორჩილონ კანონს, რადგან მის უზენაესობაზე მაღლა ვერავინ დადგება

“ვისაც არ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენს თავს, მე ვერაფერს ვიზამ, ვერ დაგამშვიდებთ”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალსიტების კითხვას – კვლავ იღებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

სოზარ სუბარმა ოპოზიციის მისამართით რამდენიმე მოწოდებაც გააჟღერა და აღნიშნა, რომ საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდომა და საუბარი, კანონს კი ყველა უნდა დაემორჩილოს და მასზე მაღლა ვერავინ დადგება.
„ოპოზიციას მინდა, მოვუწოდო, დავამშვიდო, მათი დილის სიხარული და ეიფორია ხანმოკლე აღმოჩნდა. მათთან მექნება რამდენიმე მოწოდება – შემოვიდნენ პარლამენტში, დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ნუ გაუქარწყლებენ ბოლომდე ნდობას თავიანთ ამომრჩევლებს, ასევე, დაემორჩილონ კანონს, რადგან კანონის უზენაესობაზე მაღლა ვერავინ დადგება. შეეგუონ, ამ ქვეყანაში ვერანაირი რევოლუცია, გადატრიალება და ძალადობა ვერ მოხდება. შეეგუონ ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ ამომრჩეველი აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ არაფერი ექნებათ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები