ბრიტანეთის საელჩო: ყველა ჩართულ მხარეს მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ პასუხისმგებლობით და განმუხტონ დაძაბულობა
საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაურა.
როგორც დიპლომატიური მისიის Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი, გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია, საქართველოს მოსახლეობა კი უკეთესს იმსახურებს.
“რთული ვითარებაა. ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა ყველა ჩართულ მხარეს მოვუწოდებთ, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ქვეყანას გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.