მიხეილ სააკაშვილი: რეჟიმი იშლება – ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო

“რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო”,- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი პირობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გზაზე დააბრუნებს.

“რეჟიმი იშლება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული მობილიზაცია და სიფრთხილეა საჭირო, ბოლომდე არის მისაყვანი საქმე. რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კომისიით არის ერთადერთი პირობა, რომელიც განმუხტავს კრიზისს და დააბრუნებს საქართველოს დემოკრატიის და განვითარების გზაზე”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები