„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას მოუწოდებს, კანონს დაემორჩილოს, – ამის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დაპატიმრება მოხდება.
„მოვუწოდებ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებასა და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და სრულდება კანონით გათვალისწინებულ, უმოკლეს ვადებში“, – აღნიშნა კობახიძემ.