ამირან სალუქვაძე: ელოდებით, რომ მანდ “სპეცოპერაციას” ჩაატარებენ და ფანჯრებს ჩალეწავენ, ,,იმედის” შტურმის სტილში? ცოტა უფრო განსხვავებულად რომ აზროვნებენ, ვეღარ ისწავლეთ
ელოდებით, რომ მანდ “სპეცოპერაციას” ჩაატარებენ და ფანჯრებს ჩალეწავენ, ,,იმედის” შტურმის სტილში? ცოტა უფრო განსხვავებულად რომ აზროვნებენ, ვეღარ ისწავლეთ?, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს და ნიკა მელიას სასამართლო პროცესის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისი თქმით, მელიამ, ფაქტობრივად, სანახევროდ აღასრულა განაჩენი.
,,ნიკა მელიამ შინაპატიმრობა გამოაცხადა. ოფისში ჩაკეტვა იგივეა.
ფაქტობრივად, სანახევროდ აღასრულა განაჩენი.
ელოდებით, რომ მანდ “სპეცოპერაციას” ჩაატარებენ და ფანჯრებს ჩალეწავენ, ,,იმედის” შტურმის სტილში, მერე მთელ ოპოზიციას დააპატიმრებენ წინააღმდეგობის გაწევის გამო და საკნებში ჩასვამენ?
ცოტა უფრო განსხვავებულად რომ აზროვნებენ, ვეღარ ისწავლეთ?
ისე, პატრულ-ინსპექტორები გაუგზავნეთ, კომენდატის საათის დარღვევის გამო, ქვითრები ჩააბარეთ.
თენგიზ ჩანტლაძე გამახსენდა დღეს, “ხომ ხედავ, უკვე სამჯერ არ დაგიჭირეო?!” ადვოკატმა პროკურორს პრეტენზია წაუყენეა, სამჯერ არ დაიჭირე და ახლა რატომ იჭერო?!
მართალია. ტრამპს, კაპიტოლიუმის შტურმის გამო ლაპარაკიც აუკრძალეს და წერაც, გაუუქმეს ყველა სოციალური ქსელი. ერთი მარტივი მიზეზით, რომ ისევ არ მოუწოდოს ხალხს არეულობისკენ. გადმოიღეთ გამოცდილება.
ვერ გრძნობთ, რომ ამ დესტრუქციებით დაღალეთ ხალხი?”- წერს ამირან სალუქვაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.