ამირან სალუქვაძე: “კვირას” ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეუმჩნევია ოპოზიციონერ სახალხო დამცველს

ექსპერტი ამირან სალუქვაძე მედიაჰოლდინგ ,,კვირას” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,მედიაჰოლდინგ “კვირას” ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეუმჩნევია ოპოზიციონერ სახალხო დამცველს, სხვა უფლებადამცველებს, არც მედიის ნაწილს… სამაგიეროდ, პარლამენტს კარნახობს, მწვანე ღილაკს დააჭირონ თითი თუ წითელს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

ცნობისთვის, გვიან ღამით ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ ,,კვირას” ჟურნალისტებს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მედიასაშუალების წარმომადგენლებმა სამართალდამცავ ორგანოს უკვე მიმართეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები