ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალი გაიმართება
25-28 თებერვალს მწერალთა სახლი მართავს ქართულ ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის – Georgia’s Fantastic Tavern – Where Europe Meets Asia.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ფესტივალის პარტნიორები არიან: ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმა – სიტყვები საზღვრებს გარეშე (Words Without Borders).
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ფესტივალის პარტნიორები არიან: ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმა – სიტყვები საზღვრებს გარეშე (Words Without Borders).
„ლიტერატურული ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად ტარდება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი 11 ღონისძიების ფარგლებში მწერლები ისაუბრებენ თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე და ქართულ სამზარეულოზე“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.