15 თებერვალი ქართველი მოდერნისტი მხატვრის – იოსებ გაბაშვილის დაბადების დღეა
1908 წლის 15 თებერვალს ქართველი მოდერნისტი მხატვარი – იოსებ გაბაშვილი დაიბადა. ქართული ხელოვნების მუზეუმი ფეისბუქის გვერდზე მის ნამუშევარს აქვეყნებს.
„იოსებ გაბაშვილი იყო გრაფიკოსი, ფერმწერი და თეატრის მხატვარი. გაბაშვილი სწავლობდა თბილისის სათავადაზნაური გიმნაზიაში, სადაც იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ხატვის ხელოვნებას. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. აქ მისი პედაგოგები იყვნენ: გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი.
თავისი ძირითადი სპეციალობის, ფერწერისა და გრაფიკის გარდა, წარმატებით მუშაობდა სცენოგრაფიაში, პლაკატისა და ილუსტრაციის ჟანრში. განსაკუთრებუთ დიდი წვლილი შეიტანა საბავშვო წიგნის გრაფიკაში.
იოსებ გაბაშვილი ქართული მოდერნიზმის მეორე ტალღას მიეკუთვნება, მას მუშაობა გასაბჭოების პერიოდში მოუწია, სწორედ ამიტომ ბიოგრაფიული დოკუმენტაცია, ფოტოები და მასალები კვლევისათვის მწირია ან ცენზურაგამოვლილი. მასზე მხოლოდ ნამუშევრებით შეიძლება საუბარი.
იოსებ გაბაშვილი გარდაიცვალა 1973 წლის 20იანვარს“, – აღნიშNულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტოზე: იოსებ გაბაშვილი. „ქალები“. 1933.