უი, რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ,- ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კითხვას, ხომ არ აპირებს ის თანამდებობის დატოვებას.
„ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებთ,
არ მიწყინოთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ზოგადად, ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, – განაცხადა თურნავამ.