ამირან სალუქვაძე: რაღაც ორკესტრირებულად აიწია სამხედრო დაზვერვის თემა: იქეთ ცხინვალის ე.წ. კგბ-ს მიერ, აქეთ ქართული მედია ძველ ამბებზე წერს
“როცა თავად ხარ თემის წამოწევის ინიციატორი, იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ ამ მივიწყებულ საქმეს შესაბამისი სტრუქტურების სპეციალისტები გამადიდებელი შუშით შეხედავენ. იქ კი შეიძლება, იჩინოს თავი ბევრმა ხარვეზმა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართული მედია ძველ ამბებზე წერს. სალუქვაძე აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის თემის არ იყოს, რომელიც ასევე გამოიყენეს იქეთ შეედავეს პრინციპით და უკან შეუტრიალდათ, აქაც, ალბათ, იგივე მოხდება.
,,რაღაც ორკესტრირებულად აიწია სამხედრო დაზვერვის თემა: იქეთ ცხინვალის ე.წ. კგბ-ს მიერ, აქეთ ქართული მედია ძველ ამბებზე წერს.
რამდენად მომგებიანია კასრების საქმის ფიგურანტის გამოყენება ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის, დავინახავთ.
რაზეა საუბარი? სამხედრო დაზვერვამ, კერძოდ, მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა წინა ხელისუფლების დროს შექმნა ჯაშუშური ქსელი, რომელიც შექმნიდან რამდენიმე თვეში, ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში, 2012 წლის მარტში, ჩავარდა, რასაც რუსეთის მხრიდან ქსელის წევრების დაკავებები და გასამართლება მოჰყვა.
დავით გარეჯის თემის არ იყოს, რომელიც ასევე გამოიყენეს იქეთ შეედავეს პრინციპით და უკან შეუტრიალდათ, აქაც, ალბათ, იგივე მოხდება.
ქსელი როცა შექმნიდან რამდენიმე თვეში ვარდება, აშკარად დიდ პრობლემებთან გვაქვს საქმე. მათ შორის, კვალიფიკაციასთან.
სჯობს, ასეთი თემები დაივიწყონ ხოლმე. როცა თავად ხარ თემის წამოწევის ინიციატორი, იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ ამ მივიწყებულ საქმეს შესაბამისი სტრუქტურების სპეციალისტები გამადიდებელი შუშით შეხედავენ. იქ კი შეიძლება, იჩინოს თავი ბევრმა ხარვეზმა.
ეს ნიუანსები შესაძლოა, არ იცოდეს ჟურნალისტმა, მაგრამ უნდა ესმოდეს სპეციალისტს.
ერთ რამეს ვერ ვიგებ, დღევანდელ ხელისუფლებას რა პრეტენზიას შეიძლებდა უყენებდე, როცა ამ პირების დაკავება, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს, ანუ 2012 წლის მარტში მოხდა. ხელისუფლება კი 7 თვეში შეიცვალა.
ანუ, ვიმეორებ, ქსელი შეიქმნა და ჩავარდა ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე.
მოქმედი ხელისუფლების დროს კი მოხდა ამ დაკავებულ პირთა მეტი ნაწილის გათავისუფლება და სამშობლოში დაბრუნება. თუ არ ვცდები, 15 პირამდე გათავისუფლდა. მათ აქ სათანადო ყურადღება მიაქციეს. რამდენიმე დღესაც იხდის რუსეთში სასჯელს და მათთან დაკავშირებით მუშაობა ასევე მიმდინარეობს.
ვრცელი მასალებია გამოქვეყნებული. რა თქმა უნდა ჩავუღრმავდები და შევისწავლი. თუ რამ საინტერესო იქნება, მოგახსენებთ ჩემს შეფასებებს.
რაც ერთი შეხედვით ჩანს, წინა ხელისუფლებისთვის ეს თემა წამგებიანია. ისევე როგორც წამგებიანია და დამაზიანებელია ქვეყნისთვის ამ თემის ახლიდან აწევა.
ყველა შემთხვევაში, თემა ღიადაა გავრცელებული, რაც სამართლებრივი შეფასებების საფუძველი უნდა გახდეს”, – წერს ამირან სალუქვაძე.