ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი – ნინო ბასილიას „ანას ცხოვრების“ ჩვენება

13 თებერვალს, 22:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ნინო ბასილიას ფილმის – „ანას ცხოვრების” ჩვენება გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ანას ცხოვრება“ შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა შვედეთში, გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი.
მას შემდეგ „ანას ცხოვრება“ სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ფილმში მთავარ როლს ეკა დემეტრაძე ასრულებს.
ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქზე, პირდაპირი ჩართვის ფორმატში – ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები