დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას განცხადებით, კომიტეტის სამოქმედო გეგმის მიზანია, დარგობრივი კომპეტენციის შესაბამისად, განისაზღვროს კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების კუთხით გასაწევი საქმიანობა.

სამოქმედო გეგმა აერთიანებს ინფორმაციას კომიტეტის მიერ 2021 წელს დაგეგმილ ძირითად ღონისძიებებზე, რომლებიც კომიტეტის სტრატეგიული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარეობს.

დოკუმენტი მოიცავს დიასპორის, კავკასიისა და მიგრაციის კუთხით, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს:
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებას და განსაზღვრას. შეიცავს ინფორმაციას კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საერთაშორისო თანამშრომლობის და სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით 2021 წელს განსახორციელებელი აქტივობების და ვადების შესახებ.

2021 წელს კომიტეტი გეგმავს ისეთი პროექტების და აქტივობების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ: უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიული განვითრების და აღმშენებლობის საქმეში; დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას; უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, სათვისტომოების, დიასპორული ორგანიზაციების კონსოლიდაციასა და მათ ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოსთან; ქართულ სათვისტომოებთან მაქსიმალურად მჭიდრო კულტურულ–საგანმანათლებლო და ინტელექტუალური კავშირების დამყარებას; უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციას და ამ კუთხით დიასპორული პოტენციალის გამოყენებას; სახელმწიფოს მიერ, ქართული დიასპორის მონაწილეობით, აქტიური სახალხო დიპლომატიის წარმოებას. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან თანამშრომლობით ერთოვბლივი პროგრამების განხორციელებას და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების პროცესში შესაბამისი ქვეყნების ქართული დიასპორული ორგანიზაციების პოტენციალის გამოყენებას; საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, განათლების მიღებისა და ბიზნესის წარმოების ხელშეწყობას. უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას; დიასპორული საინფორმაციო პორტალების მხარდაჭერას, დისტანციური სწავლების ხელშეწყობას და ონლაინ რეჟიმში სისტემატური კომუნიკაციის უზრუნველყოფას; უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს მონაწილეობის გაძლიერებას, ურთიერთმომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის განვითარების პროცესში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობის გაზრდას; ქართული დიასპორის ჩართულობით, უცხოეთში არსებული კავკასიის ხალხების დიასპორულ ორგანიზაციებთან კონტაქტების გაღრმავებას; პანდემიის პირობებში უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საჭიროებების გამოვლენას და ქმედით დახმარებას.

საანგარიშო პერიოდში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის კუთხით, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, იმუშვებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებზე; არსებული პრიორიტეტებისა და დარგობრივი მიმართულებების გათვალისწინებით, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენებს გამართავს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით; დარგობრივი სამინისტროების მონაწილეობით, ორგანიზებას გაუწევს კავკასიის საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებთან და დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრის ჩატარებას, სადაც ფართო სპექტრით იქნება განხილული რეგიონული (კავკასიური) პოლიტიკის აქტუალური საკითხები (საჭიროების შემთხვევაში გაიმართება საკომიტეტო მოსმენები და კონფერენციები).

დღესვე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კენჭი უყარეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრინდონ ინჯია ერთხმად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები