ბერლინის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ფილმის მსოფლიოს პრემიერა გაიმართება (ვიდეო)

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ალექსანდრე კობერიძის ფილმი – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ მიიღებს მონაწილეობას.
ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქგვერდი ბერლინალეს დირექტორის კარლო შატრიანის ვიდეოს ავრცელებს, სადაც მან ალექსანდრე კობერიძის ფილმი ფესტივალის მთავარ კონკურსში დაასახელა.
თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და იგი გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები