გიორგი გახარია: მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის

“მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება.

„მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებსა და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის, რითაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება”, – წერს პრემიერმინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები