„საუბრები თეატრზე“ – „პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს თეატრმცოდნე მაკა ვასაძის (ასოცირებული პროფესორი, კრიტიკოსი) პროექტს – „საუბრები თეატრზე”.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 12 თებერვალს, 18:00 საათზე, შეხვედრების II ციკლის – „პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“ ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა რეჟისორ სოსო ნემსაძესთან.
პროექტი წარმოადგენს დისტანციურ საჯარო შეხვედრა-მასტერკლასებს სტუდენტებისთვის და, ზოგადად, ხელოვნების მოყვარულებისთვის.
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, აღნიშნული შეხვედრა ონლაინრეჟიმში გაიმართება
დასწრება თავისუფალია.
შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის საშუალებით (აუცილებელია Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სერვისის გამოყენება), ბმულზე: https://meet.google.com/xze-nrdx-gqn
შეხვედრა-მასტერკლასების II ციკლის ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.com/watch/424640114314867/991640618011812
და youtube არხზე „საუბრები თეატრზე“ – https://www.youtube.com/channel/UCBRUZ0HwneWeojkWevpZPVQ