სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი – „მოთვინიერება” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „ფორუმი” წარმოდგენილი იქნება სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება”.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ბერლინალეს სრული პროგრამა ეტაპობრივად გასაჯაროვდება 11 თებერვლის ჩათვლით.