გიორგი სახოკია: არ დავიშურებ ძალისხმევას, რათა გურიის მოსახლეობისა და რეგიონის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად გადავჭრათ

“მზად ვარ, რომ არ დავიშურო ძალისხმევა, რათა გურიის მოსახლეობისა და რეგიონის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად და ოპერატიულად გადავჭრათ”, – ამის შესახებ გურიის ახალმა გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ განაცხადა.

მისი თქმით, ის კარგად იცნობს გურიის რეგიონს, იქ არსებულ პრობლემებს, გამოწვევებსა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმდინარეობს.

„დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერმინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ასევე დიდი პატივია ამ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა. საკმაოდ კარგად ვიცნობ გურიის რეგიონს, იქ არსებულ პრობლემებს, გამოწვევებსა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა უახლოეს წარსულში. განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო მიმდინარე პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსა და იმ კრიზისზე, რომელიც პანდემიამ შექმნა, გაათმაგებული მუშაობა გვჭირდება იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმსა და პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მზად ვარ, რომ არ დავიშურო ძალისხმევა, რათა გურიის მოსახლეობისა და რეგიონის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად და ოპერატიულად გადავჭრათ. მზად ვარ კომუნიკაციისთვის როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე, მედიის მიმართ და მზად ვარ ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობისთვის”, – განაცხადა გიორგი სახოკიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები