ბელა ჩეკურიშვილის ახალი პოეტური კრებულის – „ნანას ცხენის” ვირტუალური წარდგენა
10 თებერვალს, თბილისის დროით დღის 12 საათზე, ლიტერატურისა და ხელოვნების მცოდნეთა და შემოქმედთა საერთაშორისო ცენტრ „აგორაზე“ დაიწყება გერმანიაში მცხოვრები ქართველი პოეტისა და ჟურნალისტის, ბელა ჩეკურიშვილის ახალი პოეტური კრებულის – „ნანას ცხენის” (გამომცემლობა „ინტელექტი”) ვირტუალური პრეზენტაცია.
„ღონისძიება გასტანს მთელი კალენდარული დღის განმავლობაში. მზა პოსტები დაიდება დროის თანაბარი ინტერვალით. გელით არაერთი სიურპრიზი.
შეგიძლიათ, შემოუერთდეთ ნებისმიერ დროს, დაამატოთ რაიმე – ტექსტური, ვიზუალური აუდიო თუ ვიდეომასალა კომენტარში ნებისმიერ დროს ან გაეცნოთ ყველაფერს მოგვიანებით“, – აღნიშნულია ნინო დარბაისელი-სტრონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.