დავითობა და ეროვნული არქივის ერთი ხელნაწერი

საქართველოს ეროვნული არქივი  დავითობასთან დაკავშირებით მინიატურული მხატვრობის ნიმუშს აქვეყნებს, რომელზეც  დავით აღმაშენებლია გამოსახული.
„ხოლო მეფესა დავითს ამისთჳს ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუჱყანა ესე სრულიად ოჴერ. ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტევოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღმრთისა; გლახაკთა, ქურივთა და ობოლთა მოწყალე, სნეულთა თჳთმსახური, ეკკლესიათა, ქსენონთა მაშენებელი, სამღუდელოთა მეპატივე, წერილთა საღმთოთა მოყუარე“… –  ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს ისტორია“, 1808 წელი.
ხელნაწერში წარმოდგენილია დავით აღმაშენებლის დღეისათვის ცნობილი ერთადერთი მინიატურა (საზედაო ასო „დ-ში“ ჩართული).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები