გია ვოლსკი: ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია, ბრძოლას პოლიტიკურ ველზე ეწირება საქართველოს ინტერესები

“ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხს.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, პოლიტიკურ ველზე მიმდინარე ბრძოლას ქვეყნის ინტერესები ეწირება.

„პოლიტიკურ პარტიათა შორის დაპირისპირების თემები. ექსპორტირებულია პოლიტიკურ ველზე საბრძოლველად, მაგრამ რეალურად ამ ბრძოლას ეწირება საქართველოს ინტერესები, მისი სტაბილურობის ინტერესები იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხებზე პარლამენტში იყოს დავა და კამათი. სწორედ ამის თაობაზე ილაპარაკა აშშ- ის ელჩმა. იმავეს ამბობს ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი მისი ელჩის მეშვეობით. არ მინდა, ვიყო პესიმისტური განცხადებების ავტორი ამ თემასთან დაკავშირებით, იმდენად დიდია საზოგადოების დაინტერესება იმით, რომ დესტაბილიზაციას არ ჰქონდეს ადგილი და კამათი პარლამენტის ფორმატში გრძელდებოდეს, იმდენად დიდია ინტერესი ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების, რომ მე ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები