ბექა ფერაძე: 1719 ობიექტი შემოწმდა და კვების 3 ობიექტი დაჯარიმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 1-2 თებერვლის მდგომარეობით, მას შემდეგ, როდესაც გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა, 1719 ობიექტი შემოწმდა, რომელთაგან 3 ობიექტი დაჯარიმდა.

მისივე თქმით, სამივე მათგანი სარესტორნო საქმიანობას უკავშირდება.

„მოგახსენებთ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის მიერ შესრულებულ აქტივობებს. 1-2 თებერვლის მდგომარეობით, მას შემდეგ, როდესაც გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდა, შრომის ინსპექციის მიერ სხვადასხვა საზედამხედველო უწყების ჩართულობით, ჯამურად, 2 დღის განმავლობაში შემოწმდა 1719 ობიექტი, რომელთაგან ზედამხედველობა განხორციელდა 24 მოლში და, ფაქტობრივად, ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით ზედმიწევნით გაკონტროლდა პროცესი. 1622 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა და განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კამპანია, 70 ობიექტი გადამოწმდა, ხომ არ ასრულებდნენ ისინი არანებადართულ საქმიანობებს და დადგინდა, რომ კანონის დაცვით ხორციელდებოდა სხვადასხვა აქტივობები. სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 3 ობიექტი დაგვეჯარიმებინა. სამივე მათგანი უკავშირდებოდა კვების ობიექტს. ეს იყო სარესტორნო მომსახურება. როგორც იცით, გარკვეული მიმართულებით მოთხოვნები შემსუბუქდა აჭარის რეგიონში და, ასევე, ერთი შემთხვევა გამოვლინდა სხვა რეგიონში, სადაც არანებადართულად მიმდინარეობდა კვების ობიექტზე გარკვეული მომსახურების მიღება“, – განაცხადა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები