“დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის” – ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებმა – ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ სასამართლო დატოვეს.

მელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

“დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას – ეს ერთი. მეორე – ჩატარდა პროცესი და, როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ”, – განაცხადა მელაშვილმა, რომელმაც შეკითხვაზე, ელოდა თუ არა გათავისუფლებას, ასევე აღნიშნა: „კიც და არაც, რადგან დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ დამაპატიმრეს”.

ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები