ტურიზმის ადმინისტრაციისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას ტურიზმის, აგროტურიზმის, გასტროტურიზმის ასოციაციების, ტუროპერატორების, გიდების გაერთიანების, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის, პარაგლაიდინგის ფედერაციის, პარსა-ინკლუზიური ტურიზმის ცენტრისა და რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის თანამშრომლებმა პრეზენტაცია გამართეს, სადაც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ევროპული გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკები გააცნეს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ევროპაში სხვადასხვა ტურიზმის სფეროების რეგულირების საუკეთესო მაგალითები.

ონლაინ შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის თანამშრომლებმა ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი წარმოადგინეს. შეხვედრის ფორმატში განიხილეს პოსტპანდემიური ვითარებიდან გამომდინარე კანონმდებლობის დახვეწის საკითხები.

ტურიზმის სექტორთან შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფების შექმნა გადაწყდა, სადაც ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები