ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საქართველო „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგში აღმოსავლეთ ევროპაში კვლავ ლიდერია

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში კვლავ ლიდერის პოზიციაზეა. ეკონომიკის ექსპერტის, ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, საქართველო რეიტინგის თანახმად რეგიონში საუკეთესოა და უსწრებს ისეთ სამაგალითო ქვეყნებს, როგორიცაა ჩეხეთი, საბერძნეთი, იტალია და სხვები. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში გამოკვლეულ 180 ქვეყანას შორის 45-ადგილზე ვართ და ამ მაჩვენებლით კორფუციის აღქმით ტოპ – 25 პროცენტს შორის ვიმყოფებით.
„კორუფცია ხრავს საზოგადოებებს და ანადგურებს სახელმწიფოებს. შევარდნაძის ხელისუფლება სწორედ ფართოდ გავრცელებულ კორუფციას გადაჰყვა, როცა ის სახელმწიფო სტრუქტურების ქვედა დონეებზეც კი ფართოდ იყო გავრცელებული. ჩვენ ვართ სამაგალითონი რეგიონში, განსაკუთრებით, ჩვენს მეზობლებს შორის, რაც ძალიან მიმზიდველს გვხდის. ამიტომ, ეს პოზიციები უნდა შევინარჩუნოთ და წინ წავიწიოთ კიდეც,“ – აღნიშნა ექსპერტმა პოსტში, რომელიც მან ,,ფეისბუქის” თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები