მაია ცქიტიშვილი: სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი, ეკონომიკის გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი ვერ იქნება

“მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანაში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელია, ეკონომიკის გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი ვერ იქნება”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლების, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანაში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელია, ეკონომიკის გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი ვერ იქნება.

„ეკონომიკა არ არის მხოლოდ სარესტორნო ბიზნესი. ეკონომიკა არის ყველა ბიზნესგარემოს ფუნქციონირება და, პირველ ყოვლისა, ეს უსაფრთხო უნდა იყოს.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორც სარესტორნო სფეროსგან, ასევე სავაჭრო ქსელისგანაც, როდესაც ნოემბერში შეზღუდვები ჯერ კიდევ დაწესებული არ გვქონდა და დღეში რამდენიმე ათასი ინფიცირებული გვყავდა, ამ დროს როგორც სარესტორნო, ასევე სავაჭრო ქსელის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ 40-50%-ით უკვე შეუმცირდათ გაყიდვები.
მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანაში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელია, ეკონომიკის გამართულ ფუნქციონირებაზე საუბარი ვერ იქნება. ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანა არის შეზღუდვების მოხსნა ისეთი სახით, რომ კვლავ არ მივიღოთ ინფიცირების ათასი რაოდენობა დღეში. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება იფუნქციონიროს ბიზნესმა ისე, რომ უსაფრთხო იყოს ბიზნესის იპერირება ისე, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ.
სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ნაკლები საფრთხის შემცველი სექტორის გახსნას, როგორიც არის, მაგალითად, სავაჭრო სექტორი. როგორც კი ამ პროცესს ყველა ერთად წარმატებით გავივლით, დამერწმუნეთ, სარესტორნო სექტორსაც და ტურიზმსაც ექნება საშუალება, სრულად აღდგეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები