ვახტანგ მეგრელიშვილი: იმ ოპოზიციაში, სადაც ჩვენ ვართ, ხალხს ერთმანეთი ციხეში ჰყავთ დაჭერილი და ნაცემი, სისხლი დაღვრილი და ერთად მაგიდაზე სხედან

“2 თვის განმავლობაში ჟურნალისტების მხრიდან მეტი კითხვა რომ არ ჩნდება, გარდა იმისა, შევდივართ თუ არა პარლამენტში, მე ამას ნაგვის დაყრის მცდელობად აღვიქვამ, მით უმეტეს, როდესაც უამრავ სხვა თემაზე გვაქვს ნასაუბრები. არ იჯერებთ, ყველა ერთი და იგივე ნაგავი რომ გგონიათ”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა „ფორმულას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“, მნიშვნელობა არ აქვს, „გირჩი“ გააკეთებს იმას, რაც სწორად მიაჩნია და დაელოდება შედეგს.
პირველი, ვინც მარტივად მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ, იყო ელისაშვილი, შემდეგ გვინდოდა ვაშაძესთან საუბარი, მაგრამ იგი გაგვებუტა, გაიქცა სადღაც. „ევროპულმა საქართველომ“ “განგრენა” გვიწოდა და დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი კი ამ ხალხს არ იყვნენ აყოლილები. ჩვენ ვთქვით, რომ ფეხებზე გვკიდია, ვინ რას გვიწოდებს, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ამბავი, ამიტომ, „ნაცმოძრაობას“ ვთხოვეთ საქმეში დახმარება. ამ საქმეს ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შეუშალა, როდესაც გამოაცხადა, რომ დეპუტატებს უფლებამოსილებას უწყვეტდა. ნიკამ მელიამ მითხრა: ახლა რაღა აზრი აქვს ბრძოლას.
არ მაინტერესებს, რას გადაწყვეტს „ქართული ოცნება“ ან „ნაციონალური მოძრაობა“, მე იმას გავაკეთებ, რაც სწორად მიმაჩნია და დაველოდები შედეგს.
კითხვაზე, ზარალდება თუ არა თქვენი იმიჯი, როდესაც დანარჩენ ოპოზიციიდან სერიოზულად არ იღებენ თქვენს განცხადებებს, ვახტანგ მეგრელიშვილი პასუხობს, რომ „ევროპულ საქართველოსთან“, ვაშაძესა და „ნაცოინალურ მოძრაობასთან“ კონფლიქტი არ ჰგონია, „გირჩისთვის“ პოლიტიკურად საზიანო იყოს.
თუმცა, მან აქვე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საჭიროა და ამისთვის იბრძვის კიდეც.
„დიახ, მე ვიბრძვი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იყოს, მე მჭირდება მათი პარლამენტში ყოფნა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შემესვლება მე იქ. არანაირად არ ვწვამ ხიდებს.
იმ ოპოზიციაში, სადაც ჩვენ ერთად ვართ, ხალხს ერთმანეთი ციხეში ჰყავთ დაჭერილი და ნაცემი, სისხლი დაღვრილი და ერთად მაგიდაზე სხედან”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები