„რა დროს რევოლუციაა, ვინმეს წარმოუდგენია, რომ ბობოხიძის ჭკუაზე ივლის საქართველო?“ – გოგა ხაინდრავა

“რა დროს რევოლუციაა, ვინმეს წარმოუდგენია, რომ ბობოხიძის ჭკუაზე ივლის საქართველო?”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა ოპოზიციის წარმომადგენლების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც ისინი რევოლუციას ახსენებდნენ.
„მაგათი ნარევოლუციონარი არ გაიშვას. რისი რევოლუციონარია ხაზარაძე, არ გადამრიოთ. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? რა რევოლუცია? რევოლუციას პოლიტიკოსები არ აწყობენ. რევოლუციას აწყობს ხალხი.
საზოგადოებას სჭირდება ევოლუცია და არა – რევოლუცია. ამ ქვეყანასაც სჭირდება ევოლუცია, განვითარება, ფეხზე დადგომა, ეკონომიკური წინსვლა. რა დროს რევოლუციაა, ვინმეს წარმოუდგენია, რომ ბობოხიძის ჭკუაზე ივლის საქართველო? ეს მათი ილუზიაა. საკუთარი ბარბაროსობის ტყვეები არიან. არანაირი რევოლუციის მომწყობები ესენი არ არიან. რისი რევოლუციონრები არიან, ვერ ნახეთ გვარამიასი ეშინიათ, თავჩქინდრულები სხედან“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები