გურამ მაჭარაშვილი: რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი სამართლებრივი ბერკეტის მიცემის მიზანს ემსახურება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი სამართლებრივი ბერკეტის მიცემის მიზანს ემსახურება.

მისივე თქმით, ინიცირებული პროექტი საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი განვითარების შესაძლებლობა იქნება.

„ოპოზიციური ფრაქციების გარდა, იმ დეპუტატებს, რომლებიც უფრაქციო დეპუტატები არიან, საშუალება ექნებათ, საკუთარი კანდიდატურები ვიცესპიკერის თანამდებობაზე წარადგინონ, ასევე, კანდიდატები წარადგინონ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას დამატებით ბერკეტს ვაძლევთ იმისათვის, რომ განვითარდნენ და თავიანთი როლი და დაკვეთა, რაც ამომრჩევლისგან ჰქონდათ, შეასრულონ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გარკვეული უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები