მამუკა მდინარაძე: თუ ობიექტურად  აფასებ, არ შეიძლება, ფიქრობდე, რომ პოლიტპატიმარი გვყავს

„პოლიტპატიმარი მართლა არ ჰყავს ამ ქვეყანას და ხომ შეიძლება, დაიჯეროთ. მაინცდამაინც პოლიტიკური პატიმარი დახურულ შეხვედრაზე ხომ არ უნდა ეძახო, სამჯერ თუ ოთხჯერ ჩავუჭერი, თუმცა, მაინც აბრუნებდა ამ შეკითხვას”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “ქრონიკაში” განაცხადა.

მისი თქმით, თუ ობიექტურად  აფასებ, არ შეიძლება, ფიქრობდე, რომ პოლიტპატიმარი გვყავს.

მდინარაძის განცხადებით, რომელიმე პატიმრის გათავისუფლებაზე საუბარი პოლიტიკოსთან არ შეიძლება, ეს მისი საქმე არ არის. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების საკითხს, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციაშიც დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, თუმცა, ამბობენ: „მაინც უნდა მივაწვეთ“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები