ზვიად კირტავა- უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეკონომიკის გახსნილობა, ტრანსპორტის სრულფასოვანი მუშაობა, სკოლების, მაღაზიების, სამსახურების ფუნქციონირება დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვიცავთ რეკომენდაციებს და რეგულაციებს
ყველაზე კრიტიკული მომენტი არის შეზღუდვების მოხსნის დაწყება. პირველი ტალღის შემდეგ 2 თვეზე მეტი სტაბილური ეპიდვითარების შენარჩუნება მოხერხდა, რადგან ინფიცირების მაშინდელი მაჩვენებლები ძალიან დაბალი იყო, – ამის შესახებ “ჯეოქეისის” მკვლევარი, პროფესორმა ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.
ახლა მსგავსი ფუფუნება არ გვექნება. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ – პირბადეების ტარების და დისტანცირების დაცვის წესები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ! სხვა შემთხვევაში პანდემია კიდევ უფრო ადვილად შემოგვიბრუნებს ინფიცირების ახალ ტალღას – ამის გამოცდილება ევროპის მრავალ ქვეყანას აქვს!
უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეკონომიკის გახსნილობა, ტრანსპორტის სრულფასოვანი მუშაობა, სკოლების, მაღაზიების, სამსახურების ფუნქციონირება დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვიცავთ რეკომენდაციებს და რეგულაციებს. ვაქცინირებით იმუნიზაციის პროგრამის განხორციელებამდე ერთადერთი თავდაცვა პირბადე, დისტანცირება და სხვა რეგულაციების განუხრელი დაცვაა.