ყველაზე ნაკლებად, პარლამენტში შემოსვლას „ნაცმოძრაობისგან“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსგან“ ველოდები – მამუკა მდინარაძე

ყველაზე ნაკლებად, პარლამენტში შემოსვლას „ნაცმოძრაობისგან“ და ე.წ. „ევროპული საქართველოსგან“ ველოდები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მათი მიზანი არაა სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება რადგან ისინი ჩიხში არიან, გასაქანს ვერ პოულობენ. როდესაც მათ ე.წ. „რევოლუციური სცენარი“ აირჩიეს, მაშინვე იცოდნენ, რომ არჩევნები გაყალბებული არ იყო, თუმცა სურდათ, საზოგადოება დაერწმუნებინათ თავიანთ ტყუილებში. ისინი დღეს ლამის მოღალატედ აცხადებენ იმ ოპოზიციონერს, რომელიც ოდნავ მაინც ეჭვს შეიტანს იმაში, გაყალბდა თუ არა არჩევნები“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები