ნიკოლოზ სამხარაძე: სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს, კიდევ უფრო ზრდის
“სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახადაა დადგენილი, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების არაერთი უფლება დაარღვია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს, კიდევ უფრო ზრდის.
„სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის დადგენილი ის, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში და მას შემდეგ დაარღვია საქართველოს მოქალაქეების არაერთი ფუნდამენტური უფლება და დადასტურებულია, რომ დღემდე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე, ასევე, საშუალებას არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, რომ თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ეს არის სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც საქართველოს შანსებს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგეს, კიდევ უფრო ზრდის. თითოეულ საჯარო მოხელეს, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მადლობას ვუხდი იმისთვის, რა შრომაც გასწიეს ამ წლების განმალობაში, რათა ეს შედეგი დამდგარიყო”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.