მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის

„ოპოზიციის წარმომადგენლებს სატელევიზიო ბულინგის ეშინიათ”, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების თავმჯდომარე”, მამუკა მდინარაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცები” და „ევრონაცები” ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი მედიაპლატფორმებიდან აბულინგებენ.

„ნაცებსა” და  „ევროპელ ნაცებს” თავისი სატელევიზიო პლატფორმები აქვთ, ეს ყველამ ვიცით და ოპოზიციის წარმომადგენლებს ეშინიათ მათი ბულინგის, სააგენტოების და სხვა. თავდასხმისა და ბულინგის მასშტაბს ვხედავთ ხომ? არ ვიგონებთ, ჩვენი ანალიზი არ არის, ფაქტია, რასაც მაყურებელი ყოველდღე უყურებს. ოდნავ განსხვავებულ აზრს იტყვიან თუ არა, მათი მომხრე მედიაექსპერტები გამოდიან, რბილად რომ ვთქვათ, არ გავაღიზიანოთ და ხვალ რაღაც არ დამაბრალონ, როგორც კი რომელიმე მათგანი განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს, ჩვეულებრივი ფაშისტური მეთოდებით მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ ჩახსნან, მოკვეთონ საერთოდ. მთელი უბედურება იმაშია, რომ ამას გამოხატავენ და საზოგადოებას ეუბნებიან, ეშინიათ. ამიტომ ვაკრიტიკებთ ამას ხისტად და მკაცრად”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მათ ეშინიათ იმ ერთპროცენტიანი ვერსიის, რომ ვაითუ ხვალ „ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნდეს და იციან რას უზამენ.

„ისინი ხომ უშვებენ ერთპროცენტიან, თეორიულ შანსს, რომ „ნაცმოძრაობა” მოვიდეს ხელისუფლებაში. ზუსტად იციან რასაც უზამენ. ჩვენც ხომ ვიცით. ჩვენც ხომ ვიცით რას უზამენ მათგან განსხვავებული აზრის დაფიქსირებისთვის. ამიტომ, ამ შიშსაც ექვემდებარებიან. რომ გეუბნება „ქართული ოცნება”, 1%–იანი გადაცდომა ჩემს სასარგებლოდ შენ გამოიძიე და რასაც გინდა, იმას გავაკეთებ, პოლიტიკიდან წავალო ირაკლი კობახიძე ამბობს და თუ გნებავთ, შევუერთდები, ამას რომ გეუბნები და ბოლოს უკვე არგუმენტებით არაფერი რომ აღარ გრჩება და რწმუნდები, რომ არ გაყალბებულა, იმის თქმის თავიც უნდა გქონდეს, თუ ბულინგის არ გეშინია რეალურად, თუ მათი შიში არ გაქვს, რომ თქვა, იყო ხარვეზები, რაც ყოველთვის არის, ახლაც კი მაგას ვერცერთი ბედავს, რომ თქვას, არადა, თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. ეს იციან, მაგრამ ასე არ უნდა ილაპარაკონ”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები