თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა, გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა, გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები.

“ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირებისა და სამხედრო ტყვეების არაადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა. ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები.

ამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამოქალაქო პირი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას და დადგინდა, შესაბამისად, ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი. ამ დოკუმენტში მნიშვნელოვანია ის, რომ ითქვა დარღვევები ეხება არა მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ – 8 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს ზოგ შემთხვევაში და ზოგიერთ შემთხვევაში 10 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სამხედრო ტყვეები დაკავებულ იქნენ და აქ დადგინდა უკანონო დაკავების ფაქტები და დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განაჩენით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას ახორციელებს სწორედ რუსეთი და არა რომელიმე თვითაღიარებული და არ აღიარებული წარმონაქმნი”, – აცხადებს წულუკიანი.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები