“ჩემი, როგორც ვიცეპრემიერის ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარება, არამედ – იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ეკონომიკის აღდგენას, რათა უფრო სწრაფად დავძლიოთ ეს კრიზისი.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბიზნესს, ეკონომიკის აღდგენას, რათა უფრო სწრაფად დავძლიოთ ეს კრიზისი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა გამოწვევა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მზაობას, ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ჩემი, როგორც ვიცეპრემიერის ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარება, არამედ – იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება.