დეოკუპაციისა და ქვეყნის ინტეგრაციის მიმართულებით ვიცეპრემიერი დავით ზალკალიანი იქნება

“აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცეპრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება.

„საქართველოსთვის პრიორიტეტული იქნება ქვეყნის შემდგომი დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როცა რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო დიდი მნიშვნელოვა ენიჭება, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი, ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში და, პირველ ყოვლისა, რომ გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ასევე, ქვეყნის ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციასა და იმ მოვლენებზე, რომლებიც რეგიონში ვითარდება. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავება, რომ ქვეყნის, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცეპრემიერი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღსანიშნავია, რომ, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები