საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით მაია ცქიტიშვილი იქნება

“დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერიეკონომიკური საკითხების მიმართულებით – მაია ცქიტიშვილი”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადისთვის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

,,მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ ყოვლისა, ეს არის გლობალური პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი. საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ არის გაწერილი პრიორიტეტები – ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია, ინტეგრაცია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი მიზნის – ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ყველა ეკონომიკური რეფორმის ეფექტურობა უახლოეს წლებში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა გადავლახოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისი და 2024 წლისთვის საქართველო იყოს მზად ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადისთვის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინებული მუშაობა და ამიტომ დღეს მინდა, წარმოგიდგინოთ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით – მაია ცქიტიშვილი“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები