ბაჩო ოდიშარია: როგორც 2012 წელს, როდესაც საკუთარ გარდაუვალ მარცხს ხედავდნენ ივანიშვილში, ახლაც, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ხედავენ საკუთარ განადგურებას და კონსპირაციულ თეორიებს თხზავენ
,,ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ქველმოქმედებაში რვაწლიანი მოღვაწეობის ტრიუმფალურ ფინიშის ხაზთან, ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა, როდესაც უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაციის მქონე ადამიანი გავიდა პოლიტიკური ასპარეზიდან, ხოლო საზოგადოებას დარჩა პარტნიორ ქვეყნებთან იდეალრად დალაგებული ურთიერთობები, დემოკრატიულ პრინციპებზე ორიენტირებული სახელმწიფო, ძლიერი სამთავრობო გუნდი და მრავალი სამომავლო პერსპექტივა. ეს შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე გაკეთებული ქიში, ხოლო ამის პარალელურად დესტრუქციაზე ორიენტირებული ოპოზიცია თვითესტრუქციის უკუქცევად რეჟიმში განაგრძობს საკუთარი პოლიტიკური საფლავისთვის მიწის გამალებით დაყრას – ესეც შამათი”, – ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია ვიდეობლოგში ,,ოპოზიციის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“ საუბრობს.
ოდიშარია იხსენებს 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას და ამბობს, რომ ამ შემოსვლას მაშინდელი მთავრობის, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, სრული დეზორიენტაცია, აგონია და პანიკური შეტევების რიგი ეპიზოდები მოჰყვა და რომ მათი მოქმედებებიც სრულად ქაოტური და ნევროზული იყო:
,,ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, საბაჟოზე უყადაღებდნენ მეცხრე არხისთვის შემოტანილ ტექნიკას და აფუჭებდნენ სატელიტურ თეფშებსა და აპარატურას, რომ როგორმე ჩაეხშოთ მისთვის ხალხთან სათქმელის მისატანი გზები. ტელევიზიებიდან, რომლებიც სრულად სამთავრობო კონტროლის ქვეშ იყო, ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის თავდასხმები, დაწყებული საუბრებით, რომ ეს იყო რუსული პროექტი, რომლითც პუტინი აპირებდა ქვეყნის დაპყრობას, დამთავრებული ისეთი სიუჟეტებით, სადაც ნათელმხილველებს ალაპარაკებდნენ, რამდენად ცუდი მომავალი ელოდა საქართველოს, თუ ,,ნაციონალურ მოძრაობას,, ქართული ოცნება დაამარცხებდა. იქმნებოდა ენჯეო-ები, რომლებიც საუბრობდნენ, რომ რუსული ფულით ფინანსდებოდა კოალიცია და ა.შ. არჩევნების დღეს შეიარაღებული სპეცრაზმელებიც კი შეუშვეს სხვადასხვა საარჩევნო უბანზე”, – ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია ვიდეობლოგში ,,ოპოზიციის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა“ საუბრობს.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით არჩევნებში გაიმარჯვა, ავტოკრატია დასრულდა ჩვენ ქვეყანაში და ამის შემდეგ ყველა შემდგომ გამართულ არჩვენებზე ,,ნაციონალური მოძრაობა,, მან პირწმინდად დაამარცხა.
მისი თქმით, ახლა, როდესაც ქართული ოცნება უპრეცედენტო, მესამე ვადით იქნა არჩეული, ივანიშვილმაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა პოლიტიკა, საკუთარი ქონების 95 პროცენტი კი, როგორც არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა”, – ამბობს ბაჩო ოდიშარია.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სწორედ აქ იწყება ოპოზიციის ახალი აგონია, პანიკური კონვულსიები, დეზორიენტაცია და სხვადასხვა ოპოზიციური მედიიდან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს ზოგს კომიკურს, ზოგს – ძალიან კომიკურს.
,,ერთნი ამბობენ, რომ არსად წასულა და უბრალოდ ჩრდილში გადავიდა, ზოგი ამბობს, რომ გასაქცევად ემზადება, ზოგი ამბობს, რომ პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებს, რომ ვეღარავინ იცნოს, ზოგი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იშორებს, ზოგი ამბობს, რომ საფრანგეთში გარბისო, ზოგი გაქცევის ადგილად რუსეთს ასახელებს, მოკლედ, ნერვებაშლილი ოპოზიცია საგონებელშია და როგორც 2012 წელს, როდესაც საუთარ გარდაუვალ მარცხს ხედავდა ივანიშვილში და ყველა შესაძლო ქაოტური მოქმედებით ცდილობდა ამ შეუქცევად პროცესთან დაპირისპირებას, ახლა, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ხედავს საკუთარ გარდაუვალ განადგურებას და მოულოდნელი შოკისგან გზააბნეული თხზავს სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას, თუმცა, რასაკვირველია, ამ ფლანგზე ყველას ნიკა გვარამიამ აჯობა, რომელმაც ამერიკაში, კაპიტოლიუმზე თავდასხმა ივანიშვილმა ბიტკოინებით დააფინანსა საფრანგეთის გავლით უცნობი პროგრამისტის საშუალებითო განგვიცხადა განგრეული სიმთვრალის აგონიაში”,- ამბობს ანალიტიკოსი.
მისი თქმით, ოპოზიციასა და მათ მედიებზე ზედაპირული დაკვირვებაც სრულებით ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ისინი ახლა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მდგომარეობაში არიან.
,,ამ ფსიქოლოგიურ აშლილობას ზოგი მათგანი უარყოფის გზით ებრძვის და ამბობს, რომ არსად წასულა, ზოგი იგონებს მისთვის მოსაწონ კონტექსტს და ამბობს, რომ ქვეყნიდან გარბის, ზოგი კი, მაგალითად, ნიკა გვარამია, როგორც კვირას მის გადაცემაში ვიხილეთ, ალკოჰოლური თრობით ცდილობს, მიღებულ სტრესს დაუპირისპირდეს. ეს ყველაფერი კი განპირობებულია იმით, რომ თუ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, მათთვის პლიტიკური და ეგზისტენციური მარცხი გახლდათ, პოლიტიკიდან გამარჯვებისა და ძალაუფლების ზენიტში წასვლა, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური და ეგზისტენციური განადგურების წინაპირობაა. ფეხბურთის ანალოგია რომ მოვიხმოთ, ეს ისეთი შემთხვევაა, ლიგაში გუნდს რომ გამოკვეთილი ლიდერი ყავს, უნივერსალური მოთამაშე, რომელიც ერთნაირად ეფექტურია როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, არის ლიგის მთავარი ბომბარდირი და ასისტების ავტორი. კარიერის მანძილზე ეს ფეხბურთელი თავის გუნდთან ერთად იგებს ყველა ტიტულს და მატჩს, წარმატების პიკში კი მეტოქე გუნდებისთვის მოულოდნელად, ტოვებს დიდ ფეხბურთს. არადა, მთელი ლიგის გუნდების სამწვრთნელო შტაბი საკუთარ ტაქტიკას და სამოქმედო სტრატეგიას სწორედ ამ ფეხბურთელზე აგებდა, ყველა მოთამაშეს აძლევდა დავალებას რომ ის აეყვანათ, მიეყენებინათ ტრავმები, მის ირგვლივ აეწყოთ თამაში და ა.შ. ახლა კი, როდესაც გამარჯვებული გუნდი მთავარი ლიდერის გარეშე განაგრძობს ასპარეზს, მოწინააღმდეგე გუნდები კვლავ იმავე ტაქტიკით განაგრძობენ მოქმედებას, რადგან სხვანაირად უკვე აღარც ახსოვთ თამაში. ამიტომ, მათი მარცხი კვლავ გარანტირებული მოცემულობაა. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან სასიამოვნო საყურებელია ,,ნაციონალური მოძრაობის,, ასეთი უსუსურობისა და აგონიის დაკვირვება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ქველმოქმედებაში რვაწლიანი მოღვაწეობის ტრიუმფალურ ფინიშის ხაზთან, ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა, როდესაც უმაღლესი სახალხო ლეგიტიმაციის მქონე ადამიანი, გავიდა პოლიტიკური ასპარეზიდან, ხოლო საზოგადოებას დარჩა პარტნიორ ქვეყნებთან იდეალრად დალაგებული ურთიერთობები, დემოკრატიულ პრინციპებზე ორიენტირებული სახელმწიფო, ძლიერი სამთავრობო გუნდი და მრავალი სამომავლო პერსპექტივა. ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე გაკეთებული ქიში. ხოლო ამის პარალელურად, დესტრუქციაზე ორიენტირებული ოპოზიცია, თვითესტრუქციის უკუქცევად რეჟიმში განაგრძობს საკუთარი პოლიტიკური საფლავისთვის მიწის გამალებით დაყრას – ესეც შამათი”, – აცხადებს ანალიტიკოსი.