თენგიზ შარმანაშვილი – ევროპარლამენტარებს დიდი ხანია, არაფერი აინტერესებთ, რაც სიმართლესთან არის დაკავშირებული
“დიდი ხანია, ევროპარლამენტარებს არაფერი აინტერესებთ, რაც სიმართლესთან არის დაკავშირებული,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის თავისუფალი სიტყვის დევნა.
„ეს ევროპარლამენტის მხრიდან პირდაპირი დევნაა. ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ჯერ სად არიან, ჩვენ ისეთი რაღაცები გვაქვს დაგეგმილიო. ეს რაღაც გადაცდომა და ადმინისტრაციული წარმოება კი არ იყო, არამედ ეს არის პოლიტიკური შეტევა. ეს არის თავისუფალი სიტყვის დევნა, რომელშიც მონაწილეობს არა ადმინისტრაცია რაღაც დარღვევის გამო, არამედ ევროპარლამენტარები, რათა ის ტელევიზიები დასაჯონ, რომლებიც თავისუფალ სიტყვას ემსახურებიან. დიდი ხანია, ევროპარლამენტარებს არაფერი აინტერესებთ, რაც სიმართლესთან არის დაკავშირებული. მათ მეინსტრიმს ოდნავ მაინც თუ გადასცდები, კრიტიკული თვალით შეხედავ ან განხილვას დაიწყებ, მათთვის მტერი ხარ და პირდაპირ სანქციებზე და დასჯაზე გადადიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ. განცხადება ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ გაავრცელა.