თენგიზ შარმანაშვილი – ოპოზიციურ ალიანსში გადაწყვეტილებებს მათი პატრონები იღებენ

“ოპოზიციურ ალიანსში გადაწყვეტილებებს მათი პატრონები იღებენ,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„ამ პროცესს იმ თვალსაზრისით ნუ შეხედავთ, რომ აქ შიდა პროცესი მიმდინარეობს და თავად წყვეტენ, ვინ სად გაერთიანდეს. სამწუხარო ფაქტია, რომ ეს ხალხი ერთი პატრონისგან იმართება. როლები გადანაწილებულია. როლები გადანაწილებული იყო არჩევნებამდეც, ვის უნდა მიეღო მონაწილეობა და ვის – არა. ეს ხალხი ერთ ნარატივს ემსახურება. პროპაგანდისტული მედია ის არის, რაც მათ აქვთ და ამ მედიებში ფართოდ უხსნიან გზას იმ პარტიებს, რომელთაც ოპონირებას უწევენ? არ დაიჯეროთ, რომ კავშირში არ არიან. უბრალოდ, მათი დავალებაა, როლები გადაინაწილონ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ალიანსში უნდა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები