,,ქართული ოცნების” დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არის მცდელობა, ნებისმიერი განსხვავებულად მოაზროვნე შეაშინონ და დაამუნათონ.
„არ მგონია, თავისუფალი და განსხვავებული აზრი დამალვადი იყოს. ამიტომ, არის მცდელობა, შეაშინონ, დაამუნათონ და წინაღობები შეუქმნან ნებისმიერ განსხვავებულად მოაზროვნეს, ვინც იმ რიტორიკის ფარგლებში არ ჯდება, რასაც ოპოზიციის ნაწილი მიმართავს. ეს არ არის ქვეყნის ინტერესებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მომართული. უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის პატივისცემას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.