ენტონი ბლინკენენი: რუსეთი აშშ-ის გამოწვევად რჩება, ახალი ადმინისტრაცია ამ გამოწვევას სრული სერიოზულობით მიუდგება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ენტონი ბლინკენენი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის გამოწვევად რჩება და ბაიდენის ადმინისტრაცია ამ გამოწვევას სრული სერიოზულობით მიუდგება.
ამის შესახებ მან სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში თანამდებობაზე დამტკიცებამდე კონგრესმენების წინაში პროცედურული გამოსვლის დროს განაცხადა.
“უამრავი საკითხის განხილვა მოგვიწევს და ეს საკითხი ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში პირველ რიგებშია”, – თქვა მან.
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებაზე საუბრისას დიპლომატმა ფაქტი დაგმო და თქვა, რომ “საოცარია, რა დონეზე ეშინია ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, ერთი ადამიანის. ვფიქრობ, ეს ნიშანდობლივი მომენტია”.
დღეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება, ტრადიციულად, თეთრ სახლში უკვე პრეზიდენტის რანგში მისვლის შემდეგ ბაიდენი რამდენიმე დოკუმენტს მოაწერს ხელი, რომელთა ნაწილი ახალი ადმინისტრაციის წვერების უფლებამოსილების ცნობა იქნება.