რომან გოცირიძე: ივანიშვილმა ყველა მთავარი ბერკეტი დაიტოვა, იგი არის ყველგან, ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, ივანიშვილი წავიდა, რომ დარჩეს – ეს არის ჩემი ფორმულა

“შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები, დაცულებად და დაუცველებად, მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ის, რომ ივანიშვილითან კომუნიკაცია არ იქნება ხშირი და არ იქნება მუდმივი სატელეფონო კავშირი, არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ან გომელაურმა და ცქიტიშვილმა.
„რა არის ივანიშვილის წასვლის კრიტერიუმი? აქვს თუ არა მას ზემოქმედება ხელისუფლებაზე და არა ის, რომ ის შუშის სასახლიდან ჭორვილაში გადავიდა ან თბილისიდან საფრანგეთში წავიდა. კრიტერიუმი არის ძალაუფლების ფლობა ან არფლობა. შევხედოთ პოლიტსაბჭოს, მან ორ კატეგორიად დაყო მინისტრები – დაცულებად და დაუცველებად. მინისტრებად, რომლებიც ხელშეუხებლები არიან, რომლებიც არიან მისი ალტერეგო, მისი განსახიერება. როგორც მისი იდეოლოგები იტყოდნენ – ივანიშვილი არის ყველგან, ჩიტში, გვრიტში, არის ტიკარაძეში, არის გომელაურში.
ასევე, დაცული მინისტრები არიან თავდაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მისი გამოზრდილი მაია ცქიტიშვილი. რომ შევაჯამოთ ივანიშვილის წასვლა არ წასვლა, ყველა მთავარი ბერკეტი მან დაიტოვა, ის, რომ კომუნიკაცია არ იქნება ხშირი და არ იქნება მუდმივი სატელეფონო კავშირი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს ან გომელაურმა და ცქიტიშვილმა. არავითარი კავშირი მათ არ სჭირდებათ, როცა საჭირო იქნება, კავშირიც იქნება და კომუნიკაციაც“, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები