იაგო ხვიჩია: “ევროპული საქართველო” იყო პარტია, რომელსაც არ უნდოდა, რომ ეს პარლამენტი შემდგარიყო

“არჩევნების მეორე ტური საგიჟეთი იყო, პირველში გაყალბება იყო, მაგრამ ამის მიუხედავად არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანი დათმობების სანაცვლოდ ეს პარლამენტი გადაარჩინონ”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თავიდანვე გასაგები იყო, რომ “ევროპული საქართველო” იყო პარტია, რომელსაც არ უნდოდა, რომ ეს პარლამენტი შემდგარიყო.

“ვიღაც ადამიანებს პოლიტიკურად აწყობთ, რომ შედგეს ეს პარლამენტი, ვიღაცას არ აწყობს. თავიდანვე გასაგები იყო, რომ “ევროპული საქართველო” იყო პარტია, რომელსაც არ უნდოდა, რომ ეს პარლამენტი შემდგარიყო. ამ პარლამენტს ბევრი პრობლემა აქვს. მეორე ტური საერთოდ საგიჟეთი იყო, პირველში გაყალბება იყო, მაგრამ ამის მიუხედავად არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების შედეგად და მათგან მნიშვნელოვანი დათმობების სანაცვლოდ ეს პარლამენტი გადაარჩინონ, იყვნენ ვიღაცები, ვისაც ამ პარლამენტის ჩაშლა უნდოდათ. “ევროპული საქართველო” იყო პარტია, რომელსაც ნებისმიერ ფასად არსებული პარლამენტის ჩაშლა უნდოდა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები