დავით ქართველიშვილი: სააკაშვილის დავალებით, ადეიშვილი ხელმძღვანელობდა რუსეთიდან ჩამოსული კრიმინალების თავშეყრას 2010 წელს, ამ დროს დაიგეგმა მოსკოველი “კანონიერი ქურდების” ფულის გათეთრების სქემა განმუხურისა და ანაკლიის ტურისტულ ზონებად გადაქცევის საქმეში

NDS-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ლინკოლ მიტჩელმა სენსაციური განცხადება გააკეთა, სადაც სააკაშვილსა და ტრამპს პუტინის ფულის რეცხვაში ამხელდა და ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოსასყიდ ფულს რუსეთის პრეზიდენტი ყაზახი ბიზნესმენების საშუალებით ,,ტრამპის ინვესტიცია საქართველოში“ პროექტში რიცხავდა. ,,კვირა“ კომენტარისთვის პოლიტიკურ ექსპერტს, დავით ქართველიშვილს დაუკავშირდა:

- რეკლამა -

- რეკლამა -

-გუშინ ,,კვირამ“ ლინკოლ მიტჩელის სენსაციური განცხადება გააკეთა, რომელიც კარგა ხანია, ცნობილია ამერიკული მედიისა და საგამოძიებო ორგანოებისათვის. რატომ არ მივიდა გამოძიება ბოლომდე?

-როდესაც თქვენ დამიკავშირდით და სტატიაზე კომენტარი მთხოვეთ, ორი პოლიტიკური ჯამბაზის – გვარამია/სააკაშვილის მორიგ პერფორმანსზე (ივანიშვილი/ბიტკოინი/კაპიტოლიუმი/ტრამპი/პუტინი) პირველ კომენტარს ვაძლევდი, რაც უფრო ვითარების ინტუიციურ შეგრძნებას ეფუძნებოდა, ვიდრე – რეალობის ფაქტობრივ ცოდნას – საქართველოში NDI-ის ყოფილი ხელმძღვანლის, ლინკოლნ მიტჩელის სენსაციურ განცხადებას გაცნობილი ჯერ კიდევ არ ვიყავი. ხოლო როდესაც გავეცანი, ბევრი “პაზლი” თავის ადგილას ჩაჯდა. კერძოდ, NDI-ის ყოფილი ხელმძღვანლის, ლინკოლნ მიტჩელის განცხადების მთავარი კონფიგურაცია შემდეგნაირად გამოიყურება: დონალდ ტრამპი, როგორც ცნობილი ფინანსური თაღლითი, რომელიც სხვა აფიორებთან ერთად უბრალოდ ყიდდა თავის “საინვესტიციო ბრენდს” – 2011-2012 წლებში შეეკრა ცნობილ პოლიტიკურ თაღლით მიხეილ სააკაშვილს, რათა ამ უკანასკნელს “ტრამპ ინვესთინგის ბრენდის” გამოყენებით საქართველოში (ძირითადად, აჭარაში) ყაზახი ბიზნესმენების მეშვეობით გასათეთრებლად (“გასარეცხად”) მოეზიდა “გაზპრომის” (იკითხება – პუტინის) შავი ფული.
ლინკოლნ მიტჩელი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ამ გარიგების თარიღზე, როდესაც ხელისუფლების დატოვების რეალური პერსპექტივების წინაშე მყოფ სააკაშვილს ბოლო დიდი ,,კუში“ უნდა მოეხსნა და მან ეს ტრამპის ბრენდის გამოყენებით შეძლო, ამ უკანასკნელისთვის არცთუ ისე უსასყიდლოთ. თუმცა, ამჯერად არა იმდენად ტრამპის როლს მინდა, შევეხო ამ კრიმინალურ ისტორიაში, რამდენადაც მიხეილ სააკაშვილისას. ტრამპი, რომლის მიმართ მხოლოდ უკანასკნელ 4 წელიწადში (BBC-ის ინფორმაციით) 30-მდე სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – იმედია, თავად დაკავდება საკუთარი პროცესუალური გამართლებით. ჩვენ კი ადგილობრივ “ბარანებს” მივუბრუნდეთ.
ლინკოლნ მიტჩელის სენსაციურ მასალებში გაიჟღერა რამდენიმე ყაზახი ბიზნესმენის გვარმა, მათ შორის, თემურ კულიბაევის. იგი გახლავთ ნურსულთან ნაზარბაევის ერთ-ერთი ქალიშვილის მეუღლე (ცოლ/ქმრის ჯამური ქონება, “ფორბსის” მიხედვით, 7 მილიარდ დოლარს აღემატება), რომელიც 2005 წელს იკავებდა ყაზახეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ამავდროულად იყო კონცერნ “ყაზენერჯის” ხელმძღვანელი. ამ სტატუსით იმყოფებოდა იგი საქართველოში (ბათუმში) 2005 წლის ოქტომბერში ყაზახეთის იფიციალური სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში. სწორედ ამ სტატუსით გაიცნო მან სააკაშვილი, ხოლო ყაზახეთში მიშას საპასუხო ვიზიტის დროს ეს გაცნობა მეგობრობაში გადაიზარდა.
ამ მეგობრობამ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კონტურები შეიძინა 2011 წელს, როდესაც თემურ კულიბაევი შეიყვანეს პუტინის “გაზპრომის” დირექტორთა საბჭოში. როგორც ჩანს, აჭარაში ტრამპის ბრენდის ლეგენდირებით, გაზპრომის შავი ფულის გათეთრების სქემას (ლინკოლნ მიტჩელის მონაცემებით) სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

-ცნობილია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არასდროს არცერთი წარმომავლობის ,,შავ“ თუ ,,თეთრ“ ფულზე უარს არ ამბობდა.

-თავის სკანდალურ ინფორმაციაში მიტჩელიც ამ საინტერესო გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას. სააკაშვილის ფულისადმი დაუცხრომელ სიყვარულს მეც არაერთხელ შევეხე და კიდევ შევეხები. სინდის-ნამუსზე ისედაც აცრილ სააკაშვილს არანაირი მორალური შეზღუდვები არ აჩერებს ფულთან მიმართებით. ეს თუნდაც მაშინ გამოვლინდა, როდესაც 2010 წლის 24 ივლისს კაჭრეთის “ამბასადორში”, სააკაშვილის დავალებით, ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანლობდა რუსეთიდან ჩამოსული კრიმინალური ავტორიტეტების თავშეყრას, სადაც შემუშავდა მოსკოველი კანონიერი ქურდების ფულის გათეთრების სქემები განმუხურისა და ანაკლიის ტურისტულ ზონებად გადაქცევის საქმეში. ამ “სხადნიაკიდან” ერთ კვირაში მერაბიშვილმა და ადეიშვილმა განმუხურში ცნობილი ესპანელი არქიტექტორი ჩაიყვანეს და პროცესიც დაიწყო.

-სააკაშვილმა გვარამიასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშილი პრეზიდენტ ტრამპის დაფინანსებაში ,,ამხილა.“ ეს ,,მხილება“ კი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოეწურა, ხოლო ივანიშვილმა პოლიტიკური სივრცე დატოვა.

-საინტერესოა, რამ მოახდინა სააკაშვილთან დაკავშირებული, ამ კიდევ ერთი დაკონსერვირებული თემის რეანიმირება და რაღა ახლა? როგორც ჩანს, ტრამპთან მიმართებით რეალური სისხლის სამართლის დევნის პერსპექტივებმა აიძულა ნაცჯამბაზებიზ მიემართათ ნაცადი ხერხისთვის – რაც არაერთხელ თავად ჰქონდათ რეალურად ჩადენილი – სარკისებრივ გადაებრალებინათ ივანიშვილისთვის მათთვის ჩვეული, გაუგონარი “ფეიკის” სახით. მათი ქმედება იოზეფ გებელსის საუკეთესო ტრადიციებში ჯდება: “რაც უფრო გაუგონარია ტყუილი, მით უფრო ადვილად დასაჯერებელია ის”. მაგრამ ამ ფეიქმომხმარებელთა შრეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დიდი ხანია, აღარ განეკუთვნება…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები